- Advertisement -

ჩაქვში გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სხვადასხვა კლინიკაში მათგან 7 ადამიანი გადაიყვანა.

მედიკოსების განმარტებით, დაშავებულები კონტაქტურები იყვენენ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ. მათივე თქმით, დაშავებულების უმრავლესობას კიდურების ტრამვები აღენიშნებათ.

ავტოსაგზაო შემთხვევა გვირაბთან რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ფაქტზე გამოძიება 176-მუხლით დაიწყო.

Comments
Loading...