ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის რეაბილიტაცია მიმდიანრეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 19 ოქტომბერი, 2017 531 სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ინტენსიურად მიმდინარეობს,- ამის შესახებ ინფრომაცოას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. ვანზომლეთი, შუა ამაღლება, გორაბერეჟოული, საჭამიასერი, ნაბეღლავი, ხევი, ზემოხეთი, ფარცხმა, იანეული, ქვაბღა, ერკეთი, გოგოლესუბანი, ზოტი- სოფლების დაზიანებული შიდა გზების პირველადი გაწმენდითი სამუშაოები შესრულებულია, სპეციალური ტექნიკით დაპროფილდა დამეწყრილი უბნები. სოფლებში შესაძლებელია უსაფრთხო გადაადგილება. დღეს დილიდან კვლავ მიმდინარეობს სამუშაოები, კვლავ მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მობილური ჯგუფები.