- Advertisement -

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ოჯახის წევრებმა დროულად გასვლა შესძლეს, ორმა ადამიანმა დაზიანება მიიღო. ისინი ამჯერად სტაციონარში იმყოფებიან, ექიმების განცხადებით, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხანძრის შედეგად განადგურებულია ეზოებში მდებარე დამხმარე ნაგებობები. დამწვარია ოჯახების საკუთრებაში არსებული ავტომანქანები. დახოცილია 13 სული საქონელი. ჩოხატაურის მერის , ირაკლი კუჭავას განცხადებით, დზარალებულებს შესაბამის დახმარებას გაუწევენ: „ხანძრის გავრცელებას ძლიერმა ქარმა შეუწყო ხელი. ზარალის ოდენობა დიდია. ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახებს სამშენებლო მასალით დაეხმარება".

Comments
Loading...