- Advertisement -

ჩოხატაურში გაუჩინარებული 13 წლის გოგონა იპოვეს

13 წლის გოგონა,რომელსაც ჩოხატაურის სოფელ ფარცხმაში გუშინ დილიდან ოჯახის წევრები და სამართალდამცავები ეძებდნენ, საღამოს იპოვეს. როგორც „აიპრესს“ სკოლის დირექტორმა ეთერ წილოსანმა განუცხადა, გოგონამ თბილისში თავის სტუდენტ დებს მიაკითხა და საღამოს საათებში სახლში დაბრუნდა.

„თბილისში წასულა, იქ თავისი დედმამიშვილები ჰყავს. დედ-მამა იტალიაშია წასული და უნდოდა დებთან გადასვლა საცხოვრებლად , ყოველთვის ხმამაღლა აღნიშნავდა _ მინდა იმათთან ერთად ვიყოო, მაგრამ რატომღაც არ მიყავდათ, რადგან დეიდა უვლიდა გოგონას. როგორც გავიგეთ დებმა ამჯერად მიიღეს გადაწყვეტილება თბილისში წაიყვანონ. ახლა ველოდებით სკოლაში, მოვა ალბათ დაგვემშვიდობება და წავა. ყველანაირად კარგი ბავშვია, უბრალოდ დებთან უნდოდა ყოფნა და თავისი გაიტანა", – ამბობს ეთერ წილოსანი.

Comments
Loading...