- Advertisement -

ჩხოროწყუს #2 საჯარო სკოლაში, საკლასო ოთახი დაიწვა

ხანძარი იყო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მეორე საჯარო სკოლაში. ჩხოროწყუს მერის დათო გოგუას ინფორმაციით, ცეცხლის სკოლის მეორე სართულზე ერთ-ერთ კლასს გაუჩნდა. მეხანძრე მაშელებმა დროულად შეძლეს ხანძრის ლოკალიზება, თუმცა დაკვამლიანება ამ დრომდე შეინიშნება. წინასწარი ინფორმაციით ცეცხლის გაჩენის მიზეზი გაუმართავი ელექტრო სისტემა იყო. 

როგორც "აიპრესს" საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში განუცხადეს, ჩხოროწყუ – ჭავჭავაძის ქ. მე-2 საჯარო სკოლის მე-2 სრთულზე დაიწვა საკლასო ოთახი და ინვენტარი 10 კვ.მ-ზე. ხანძარი ლიკვიდირებულია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის განადგურენას ან დაზიანებას გულისხმობს.

Comments
Loading...