- Advertisement -

ჩხოროწყუში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები მიმდინარეობს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ და ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს და დაინტერესებულ პირებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა გააცნეს.მათ ადგილზე ისაუბრეს შესაბამისი ტექნიკის აღჭურვილობისა და მისი გამოყენების შესახებ.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 3 ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილი და ერთი ტრაქტორი იმუშავებს.მათ შორის 2 ავტომობილი აღჭურვილია თერმული ნისლის აგრეგატით, ხოლო ერთზე დამონტაჟებულია მცირემოცულობიანი შემასხურებელი ტექნიკა.

ადმინისტრაციულ ერთეულებში დამონტაჟდა ფერომონები, საკარმიდამო მიწის ნაკვეთების შესაწამლად ასევე დარიგებულია ზურგსაკიდი აპარატებიც.

Comments
Loading...