- Advertisement -

ჩხოროწყუში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა

21 მარტს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
აქციას, “არავინ დატოვო მიღმა“ რომელიც მიზნად დაუნის სინდრომის მქონეებისთვის სოლიდარობის გამოცხადებას ისახავდა, მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა თანამშრომლებთან ერთად შეუერთდნენ.

მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და კულტურის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა სხვადასხვა სპორტული აქტივობა,სახალისო მოძრავი თამაშები, ნახატების გამოფენა, ასფალტზე ხატვა. რომელშიც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები დღის ცენტრის ბენეფიციარებთან ერთად ჩაერთნენ.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ასევე აფხაზეთის #10 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა,რომლებმაც ჩაატარეს კონფერენცია თემაზე ,,მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ , მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები დააურიგეს.

ღონისძიების დასასრულს მუნიციპალიტეტის მერმა დღის ცენტრის ბენეფიციარებს საკუთარ ოთახში უმასპინძლა. დათო გოგუამ მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
საზეიმო ვითარებაში გაიჭრა ტორტიც.

Comments
Loading...