ჩხოროწყუში მამაკაცმა ცოლ-შვილი დაჭრა, შვილი გარდაიცვალა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 8 იანვარი, 2018 284 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში მამაკაცმა ცივი იარაღით ცოლ-შვილს მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. ინცოდენტი გუშინ მოხდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა დედა-შვილი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადმოიყვანა. 37 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო ქალბატონი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. შსს-ს ინფორმაციით მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 108 მუხლით და ინციდენტში ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დაკავებულია.