- Advertisement -

ცაგერის მერის წარმომადგენელი: თუ რიონზე მიკრო-ჰესი აშენდება მისაღები იქნება

"ნამოხვან ჰესის" აშენების წინააღმდეგი ვარ იმ მოცემულობით, რა პროექტიც დღეს არსებობს, თუმცა თუ რიონზე მიკრო-ჰესი აშენდება მისაღები იქნება"- ამის შესახებ ჟურნალისტებთან, სოფელ ტვიშში აქციაზე მისულმა, ცაგერის მერის წარმომადგენელმა ზაზა ჩაკვეტაძემ განაცხადა.

"როდესაც ეს პროექტი კომპანიამ მოსახლეობას შესთავაზა გაცილებით დაბალი სიმძლავრის კაშხალზე იყო საუბარი ვიდრე ახლაა წარმოდგენილი. ჯერჯერობით მშენებლობასთან დაკავშირებით მთავრობას უფლება არ გაუცია, ჩვენ შუამავლები ვართ კომპანიასა და სოფლის მოსახლეობას შორის, რათა თავიდან ავიცილოთ დაპირისპირება. თუ დაბალი სიმძლავრის ჰესი აშენდება, ამ შემთხვევაში ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით."- განაცხადა ჩაკვეტაძემ.

დღეს ნამახვანი ჰესის წინააღმდეგ ცაგერის სოფელ ტვიშში ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. კონპანია "ქლინ ენერჯი გრუპში" აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

Comments
Loading...