- Advertisement -

ცაგერში, სოფელ გვესოს მოსახლეობა გზის რეაბილიტაციის დასრულებას ითხოვს

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ გვესოში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით, მათ სოფელში რამდენიმე თვის წინ, გზის გაფართოებითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, თუმცა კომპანიამ აღნიშნულ პერიმეტრზე სამუშაოები 5 თვის წინ მიატოვა, რის შემდეგადაც, გზაზე გადაადგილება როგორც ავტომობილით მოსარგებლეებს, ასევე ფეხით მოსიარულეებსაც უჭირთ.

"გვესო არის ისტორიული სოფელი. ამ სოფელში სამი ციხეა, სადაც ტურისტები მუდმივად დადიოდნენ და ამ ისტორიულ ნაგებობეს ათვალიერებდნენ. მას შემდეგ რაც გზები აჩიჩქნეს და შემდეგ სამუშაოები მიატოვეს, ფაქტობრივად ავტომობილით გავლა უკვე არის შეუძლებელი. ასევე გზის გაფართოევბის გამო, ერთ-ერთ ოჯახს ასწლოვანი ნიგვზის ხე მოუჭრეს, რომლითაც თავს ირჩენდა. ასევე დააზიანეს, სხვა ოჯახების ღობეები. ვითხოვთ კონკრეტულ პასუხს, როდის დასრულდება დაწყებული და მიტოვებული სამუშაოები,"-აცხადებენ სოფელ გვესოში მცხოვრებლები.

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე განმარტავს, რომ გზა მეწყრული პროცესების შედეგად ჩამოინგრა და გაუვლელი გახდა. მისი თქმით, გზის სამუშაოების პროექტირებაზე გამოცხადებული ტენდერი დასრულებულია და სამუშაოები დაახლოებით ოქტომბერში დაიწყება.

„პროექტირებაზე ტენდერი დასრულებულია, სამუშაოები ოქტომბერში დაიწყება, ექვსთვიანი პროექტია და თუ ამინდებმა არ შეგვიშალა ხელი ექვს თევში მორჩება. ამ სოფელში მეორე კომპანიაც მუშაობა, რომელიც გზების მოხრეშვას აწარმოებდა, მაგრამ შპს „ორბიტა“, არ ასრულებს ვალდებულებას და მის წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდება. რაც შეეხება ცენტრალურ გზას, ამასთან დაკავშირებით ყოველდღე ვესაუბრები მოსახლეობას და ყველამ იცის, როდის დაიწყება მუშაობა“-აცხადებს ავთანდილ უგრეხელიძე.

Comments
Loading...