ცაიშში კენჭისყრის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს ზუგდიდი დამატების თარიღი 13 მაისი, 2018 174 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში კენჭისყრის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს, ამომრჩენელთა აქტივობამ ამდროისთვის შეადგინა 17,74, რაც ციფრებში 472. ამის შესახებ ჟურნალისტებს ცეესკოს პრესსპიკერმა ქეთი ჯანელიძემ განუცხადა. მისივე თქმით, 12:00 საათისთვის მხოლოდ სამი საჩივარია შემოსული, რაც თემატურად ერთი შინაარსია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. სამივე საარჩევნო უბანი, სადაც ჯამში 2 819 ამომრჩეველია რეგისტრირებული, დროულად და ექსესების გარეშე გაიხსნა. ხმის მიცემა ელექტრობულად ხდება, რაც სიახლეა და ის ქვეყნის მასშტაბით პირველად ხდება. ცაიშის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის. ესენია: გოდერძი კუკავა – "ბაქრაძე-უგულავა – ევროპული საქართველო", ბაჩუკი ნარუშვილი – "თავისუფალი საქართველო" და თენგიზ ალმასია – "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო".