- Advertisement -

“ცალკე ჩვენი დამარცხება ადვილია”, “გამოსავალი ერთიანობასა და სოლიდარობაშია”- აქცია ტყიბულში

"ცალკე ჩვენი დამარცხება ადვილია", "გამოსავალი ერთიანობასა და სოლიდარობაშია"- ტყიბულში სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს

დღეს ერთი წელი გავიდა მინდელის სახელობის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევიდან, რასაც 4 მეშახტეს სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამ დღესთან დაკავშირებით ტყიბულის მერიის წინ სოლიდარობის აქცია იმართება.

აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ უცხადებენ სამძიმარს გარდაცვლილი მეშახტეების ოჯახებს და პატივს მიაგებენ მეშახტეების ხსოვნას.

გასული წლის 9 მაისს, მინდელის სახელობის შახტში, ერთ-ერთ უბანზე ეგრეთწოდებული "ლიფტი" გაწყდა და მეშახტეები რამდენიმე კილომეტრის სიღრმეზე ჩავარდნენ.

შეგახსენებთ რომ უბედური შემთხვევის შედეგად ერთი თვის წინ იმავე შახტში, 6 ადამიანი გარდაიცვალა, 3 მეშახტე კი დაშავდა.

Comments
Loading...