- Advertisement -

ცომაიების ხუთშვილიან ოჯახს საახალწლო ნობათი, სასურსათი და სათამაშოები გადაეცათ

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჩხიკვაძე ცომაიების, სოციალურად დაუცველ, ხუთშვილიან ოჯახს ესტუმრა და მათ საახალწლო ნობათი, სასურსათო პროდუქტები და სათამაშოები მიუტანა.

სურსათი, რომელიც ოჯახს გადაეცა ჟურმნალისტის სოფო ბობოხიძის საქველმოქმედო საღამოდან შემოსული თანხით იქნა შეძენილი. შეგახსენებთ, რომ სოფო ბობოხიძის სახელობის საქველმოქმედო საღამო 19 დეკემბერს საკრებულოს თავმჯდომარის ნიკოლოზ ლატარიას მხარდაჭერით გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა თავად თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიიღეს.

Comments
Loading...