- Advertisement -

ცქიტიშვილი: თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში მივესალმებით ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობას

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის დელეგაციას შეხვდა.

მინისტრმა დელეგაციის წევრებს ადგილობრივი თვითმმართველობის კუთხით დაგეგმილი ცვლილებები, მმართველი გუნდის ხედვა და გეგმები გააცნო.
შეხვედრაზე აღინიშნა ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციებისა და ფინანსური დეცენტრალიზაციის, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობა. ყურადღება გამახვილდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთა მონაწილეობაზე.

ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს მონიტორინგის მისიის ფარგლებში ხვდებიან. მისიის მიზანია, ევროპის წევრ სახელმწიფოებში შეამოწმოს ადგილობრივი დემოკრატიის დონე და მათი შესაბამისობა ადგილობრივ თვითმმართველობათა ევროპულ ქარტიასთან.

წელს საქართველო იმყოფება მონიტორინგის ფაზაში, კონგრესის წარმომადგენლების მიერ მომზადებული მონიტორინგის ანგარიში კი შესაბამისი რეზოლუციებისა და რეკომენდაციების შესამუშავებლად ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს წარედგინება.

მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე მიესალმება რეფორმის პროცესში ევროპელი პარტნიორების ჩართულობას და მათთან თანამშრომლობას.

Comments
Loading...