ცხომარეთის, მოხვისა და ქვემოხევის მოსახლეობამ მათ სოფელში განსახორციელებელი პროექტები აირჩია ipressსაჩხერის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 21 თებერვალი, 2019 134 საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა აგრძელებს შეხვედრებს სოფლის მოსახლეობასთან. მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი სოფლებში -ცხომარეთი, მოხვა, ქვემოხევი – იმყოფებოდნენ. ზემოაღნიშნული სოფლების მოსახლეობამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ის პროექტები აირჩია, რომელებიც „სოფლის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდება. ქვემოხევში მოსახლეობამ მდინარე ჯრუჭულის მარჯვენა სანაპიროს მიმდებარედ (აბრამიშვილების, კაპანაძეებისა და მამულაშვილების უბანში) საავტომობილო გზის რეაბილიტაცია გადაწყვიტა; ცხომარეთში მოქალაქეებმა სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა აირჩიეს -10 000 ლარი; სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა იქნა გადაწყვეტილი მოხვაშიც- 12 00 ლარი. საკონსულტაციო შეხვედრები სოფლებში 22 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. საჩხერესოფლები