- Advertisement -

ძველი ბათუმის ენერგომომარაგება გაუმჯობესდება

საკურორტო ზონებში ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ბათუმში მაღალი ძაბვის ქვესადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ძველი ბათუმის ენერგომომარაგება.

სამუშაოების ფარგლებში, ქვესადგურ ბათუმი 3-ში რეაბილიტაცია უტარდება მაღალი ძაბვის მოწყობილობებს, მიმდინარეობს ახალი ტრანსფორმატორის მონტაჟი და ახალი საკაბელო ხაზის გაჭიმვა, რის შედეგადაც 12 000 აბონენტის ენერგომომარაგება ძველ ბათუმში უფრო სტაბილური გახდება. აგრეთვე, მნიშვნელოვნად შემცირდება ავარიული გამორთვების ალბათობა და გაიზრდება ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი.

ელექტროენერგიის მომარაგების საიმედოობისა და სტაბილურობის გაზრდის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას კომპანიის მომსახურების არეალის მასშტაბით.

Comments
Loading...