- Advertisement -

ძლიერი წვიმის შედეგად ლაგოდეხის სამ სოფელში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა ნიაღვარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი ჰერეთისკარი, წითელი გორი და ჭიაური მნიშვნელოვნად დააზარალა.
ადგილობრივების თქმით, უხვი ნალექი ანიაღვრე არხებმა გაატარა. დატბორილია ოცამდე საცხოვრებელი სახლი, საკარმიდამო ნაკვეთები, დახოცილია შინაური ფრინველი.

მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ადგილზე უკვე მუშაობს ტექნიკა.

"ადგილზე უკვე მუშაობს სამაშველო სამსახური და მოსახლეობას სახცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვაში ეხმარება. მიმდინარეობს შესაბამისი ტექნიკის მობილიზება, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ხალხს დავეხმაროთ",- განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.

Comments
Loading...