- Advertisement -

ძლიერი წვიმის შედეგად სოფელ ცხემლისხიდში მდინარის ადიდების გამო მოსახლეობას საფრთხე ემუქრება

ძლიერი წვიმის შედეგად სოფელ ცხემლისხიდში, კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე ნატანები. მორღვეულია ნაპირსამაგრი. საფრთხე ემუქრება მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებს,- ამის შესახებ იფნორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამეგობა ავრცელებს. 

მდგომარეობას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ყაზაიშვილი ეცნობა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს.

მობილიზებულია მუნიციპალური ტექნიკა. 

საგანგებო რეჟიმში მუშაობენ სამაშველო სამსახურები.

Comments
Loading...