- Advertisement -

ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთის რამდენიმე სოფელში მეწყრული პროცესები განვითარდა

სტიქიამ პრობლემები შეუქმნა ქობულეთის მუნიციპალიტეტს. ძლიერი წვიმის შედეგად მეწერული პროცესები განვითარდა ერთდროულად რამდენიმე სოფელში.

ყველაზე რთული მდგომარეობა ამ მხრივ სოფელ ქაქუთშია. აბდუშელიძეების ხუთ სულიან ოჯახთან მეწყერი წუხელ გვიან ღამით ჩამოწვა.

ოჯახი ადგილობრივ გამგეობას დახმარებას სთხოვს. ქაქუთში მეწყერი სულ ხუთ ოჯახთან ჩამოწვა, წაღებულია მდინარეზე გადასავლელი ხიდები. ეტაპობრივად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

სოფელში ვითარებას გეოლოგები სწავლობენ. მუნიციოიტეტის მაშტაბით 30-მდე ოჯახი სტიქიის ზონაშია მოწცეული. ქობულეთის გამგეობის ინფორმაციით მიმდინარეობს მძიმე ტექნიკით მიწის ნატანის გაწმენდა.

მდინარე აჭყვას ადიდების შედეგად სასმელი წყალი არ მიეწოდება 2000-მდე აბონენტს. სტიქიამ პრობლემები შექმნა ელექტროენერგიის მხრივაც. 3000-მდე აბინენტს ამ დროისთვის ქობულეთის სოფლებში არ მიეწოდება ელექტროებერგია.

Comments
Loading...