ძლიერმა სტიქიამ ახმეტაში ინფრასტრუქტურა დააზიანა ახმეტის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 19 აგვისტო, 2018 101 უხვი ნალექის და ქარიშხალის შედეგად სოფელ მატანში ტერტერაშვილების სახლის ერთი ნაწილი ჩამოინგრა. დაიბზარა კედლები. დაზარალებულების თქმით, შენობა ავარიულია, თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ და სახლში დარჩენის ეშინიათ. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას დროული დახმარებისკენ მოუწოდებენ. ცნობისათვის, ძლიერი სეტყვა და ქარიშხალი ახმეტის მუნიციპალიტეტში ნახევარ საათს გაგრძელდა. გარკვეულ ადგილებში სრულად განადგურებულია ვენახი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.