- Advertisement -

ძლიერმა ქარმა ბათუმის 6 მაისის პარკში ხე მოგლიჯა

ძლიერმა ქარმა ბათუმის 6 მაისის პარკში ხე მოგლიჯა. დაზიანებული მცენარის ლიკვიდაციას ამ წუთებში ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს სპეციალისტები აცხადებენ.

"პარკის ტერიტორიაზე მოგლეჯილ ხეს სპეციალისტები ჯერ დაჭრიან, ნაწილს ზოოპარკის ტერიტორიაზე გააიტანენ, ნაწილს კი ვისაც სოციალური პრობლემა აქვს იმ ოჯახებს დაურიგებთ." – განუცხადა "აიპრესს" ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ინჟინერმა ჯემალ მაკარაძემ.

უამინდობა შავი ზღვისპირა ქალაქში ორი დღეა გრძელდება. დღის მეორე ნახევარში სინოპტიკოსები ბათუმში ძლიერ წვიმასა და 5 ბალამდე შტორმს აანონსებენ.

Comments
Loading...