- Advertisement -

ძლიერმა ქარმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტი დააზარალა (ფოტოები)

ძლიერმა ქარმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ქალაქ საგარეჯოში, სოფელ უდაბნოში, თოხლიაურში, მანავსა და იორმუღანლოში დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რამოდენიმე სახლს გადახადა სახურავი, წააქცია ხეები, ქალაქ საგარეჯოში დააზიანა საახალწლო განათებები.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში შეიქმნა „სტიქიის შედეგადად დაზარალებული ოჯახების ზარალის აღმწერი სამუშაო ჯგუფი“ რომლის ხელმღძვანელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე პაატა ასრათაშვილია. ამ დროისათვის გაწმენდილია ქუჩები და ნაწილობრივ აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება. ძლიერი ქარის შედეგად არავინ დაშავებულა.

Comments
Loading...