- Advertisement -

ძლიერმა ქარმა ხობის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

ძლიერი ქარის შედეგად ხობის მუნიციპალიტეტში დაზიანდა გაღმა გამოღმა საჯოჯიაოს დამაკავშირებელი ხიდი და ფოსტის შენობის სახურავი. სასწავლო პროცესი შეწყდა 2 ბაღსა და 1 სკოლაში. ამის შესახებ ინფორმაცია "აიპრესს" ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჩაიამ დაუდასტურა. 

"ძლიერის ქარის შედეგად, მოგლეჯილია რამდენიმე ხე, დაზიანებულია გაღმა გამოღმა საჯიჯაოს დამაკავშირებელი ხიდი და ფოსტის სახურავი, ყველგან შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და ხორციელდება აღდგენითი სამუშაოები", – განაცხადა გოჩა ქაჯაიამ. 

Comments
Loading...