- Advertisement -

წალენჯიხაში ორი დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო დაილუქა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორი დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში – მუჟავასა და ჭალეში, მოქალაქეების საცხოვრებელ ეზოებში, ლენტური ტიპის სახერხი დანადგარები დაფიქსირდა.
სახერხი დანადგარები, 2 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მორი 10 ერთეული პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი დაილუქა.
ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები, შემდგომი რეაგირებისათვის, შინაგან საქმეთა სამინიტროში გადაიგზავნება.

 

Comments
Loading...