- Advertisement -

წალენჯიხაში ფიცრის შენიღბულად ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ფიცრის უკანონო და შენიღბულად ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში შეჩერებული მიკროავტობუსების საფუძვლიანი დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილ იქნა 2 მ3 წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი, რომელიც შენიღბულად იყო განთავსებული ერთ შემთხვევაში, სხვადასხვა სურსათთან, მეორე შემთხვევაში – მგზავრების სავარძლის ქვეშ, ხოლო მესამე შემთხვევაში – სპეციალურ სამალავებში.

მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ავტომანქანები დაილუქა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის ორგანოს გადაეგზავნა.

Comments
Loading...