- Advertisement -

წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის გზის რეაბილიტაცია იწყება

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის საავტომობილო გზის 7.2 (კმ7-კმ14.2) კმ-იანი გზის რეაბილიტაცია იწყება. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაწყებად გამოცხადებული ტენდერი დასრულების ეტაპზეა. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყება და წლის ბოლოს დასრულდება. სამუშაოებს, საავტომობილო გზებოს დეპარტამენტის დაკვეთით ტენდერში გამარჯვებული კომპანა განახორციელებს.

პროექტის შესაბამისად მოხდება გზის სრული რეაბილიტაცია. რეაბილიტირდება გზის სავალი ნაწილი, ხელოვნური ნაგებობები და წყალგამტარი მილები. ასევე, განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა და საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოები.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

Comments
Loading...