წელს ფოთს განსახვავებული და ფერადი სადღესასწაულო ახალი განათებები ექნება ფოთი დამატების თარიღი 15 დეკემბერი, 2017 352 ფოთი ახალ წელს განსაკუთრებულად შეხვდება, ეს განცხადება „აიპრესთან“ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ინგა მასხულიამ გააკეთა. როგორც ის ამბობს, ფერადი, სადღესასწაულო ახალი განათებები, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და მთავარ ხიდზე დამონტაჟდება. ცენტრალურ მოედანზე 20 მეტრიანი მთავარი ნაძვის ხის აწყობა უკვე მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე დღეში საზეიმოდ განათდება. „რუსთაველის რკალის გარდა, 5 ნაძვის ხე და განათებული ფიგურები სხვადასხვა უბნებში დაიდგმება.ყველანაირად ვცდილობთ, წლევანდელ ახალ წელს, ფოთელები განსაკუთრებულად შეხვდნენ. სიახლეები იქნება თვალსაჩინო და ყველასთვის სასიამოვნო“ – განაცხადა ინგა მასხულიამ.