- Advertisement -

წელს 64 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა და 87 ბაღის რეაბილიტაციის პროექტი იწყება

განათლების, როგორც ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულების განვითარებაში ჩვენი სამინისტრო კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთო და ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს დაგეგმილი განათლების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის კუთხით-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა 2018-2019 წლების შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციაზე.

ვიცე პრემიერის თქმით, 2018 წელს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და მუნიციპალური განვითარების ფონდიდან უკვე განხორციელდა 40-მდე საბავშვო ბაღის მშენებლობა- რეაბილიტაციის პროექტი სხვადასხვა რეგიონში.

“ვინაიდან მუნიციპალიტეტებში მუდმივად მზარდია მოთხოვნა საბავშვო ბაღებზე და ასევე დიდია ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურის სოციალური დატვირთვაც, 2019 წელს დაგეგმილი გვაქვს 85 ??? საბავაშვო ბაღის რეაბილიტაცია და 64 ახალი ბაღის მშენებლობის დაწყება 9-ვე რეგიონში, რომლითაც ჯამურად 4 600-მდე სკოლამდელი ასაკის ბავშვი ისარგებლებს. საბავშვო ბაღების მშენებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და ამისთვის 46 მლნ ₾ ბიუჯეტია გამოყოფილი. მშენებლობების სრულად დასრულება 2020 წლის ზაფხულისთვის გვაქვს დაგეგმილი“-აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

Comments
Loading...