- Advertisement -

წითლიძე: ზუგდიდის მერიამ სოციალურად დაუცველების დამხარებაზე ჩვენი 74 შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

ენმ-ს ზუგდიდის პარტიის თავმჯდომარის ანი წითლიძის მტკიცებით, ზუგდიდის მერიამ არ დააკმაყოფილა ენმ-ს 74 შუამდგომლობა, რომელიც სოციალურად დაუცველი უმწეო, მრავალშვილიანი, შსმ პირების დახმარებაა ეხებოდა. 

მისივე მტკიცებით, ეს ადამიანები მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფებიან და არა აქვთ ელემენტალური საარსებო პირობები.

"ზუგდიდის მერიამ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ამ ადამიანების ელემენტალური საარსებო პირობებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.გვითხრა რომ არა აქვთ თანხა, სამაგიეროდ ზუგდიდის მერიამ დააფინანსა ხის ტრანსპორტი და მოაწესრიგა გზა იმ უბნებში, საიდანაც ხის ტრანსპორტირება ხდება,"-განაცხადა წითლიძემ. 

ენმ-ს ბრალდებებს ზუგდიდის საკრებულოს წევრმა თაზო ფაცაციამ უპასუხა და განაცხადა, რომ ზუგდიდის მერია მაქსიმალურად ზრუნავს თითოეულ მოქალაქეზე და ეს ბრალდებები უსაფუძვლოა.

Comments
Loading...