- Advertisement -

წმ. ალექსი ბერის სახელობის სენაკის სკოლა-გიმნაზიის შენობაში უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩატარდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის თავისა და კისრის ონკოლოგიური დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის თამარ ბარამიძის და კლინიკა "მედსის" ოფთალმოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელის, ჩაჩავას კლინიკის ოფთალმოლოგიური განყოფილების უფროსის, ექიმ-ოფთალმოლოგის ლიკა ედიბერაძის ინიციატივით და ხელმძღვანელობით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის მე-5 კურსის სტუდენტების მონაწილეობით, უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩატარდა წმინდა ალექსი ბერის სახელობის სენაკის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის შენობაში. ამის შესახებ ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

სამედიცინო კონსულტაციები, რომელიც სენაკის მუნიციპალიტეტის მერის ლევან კუპრეიშვილის მხარდაჭერითა და ორგანიზებით მიმდინარეობდა, ჩაუტარდა სენაკის მოქმედ ტაძრებში მოღვაწე სასულიერო პირებს – მოძღვრებს, დედებს, მამებსა და მორჩილებს. გამოკვლევების მიმდინარეობას საქართველოს პარლამენტის წევრი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი და მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია ესწრებოდნენ.

ჩატარდა პროფილაქტიკური გასინჯვა ყბა-კბილთა სისტემების და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების აღმოჩენის მიზნით, აგრეთვე, პირის ღრუს სანაცია, ქირურგიული თვალსაზრისით. ოფთალმოლოგებმა ჩაატარეს – ოფთალმოსკოპია, ვიზომეტრია, ტონომეტრია, სათვალის შერჩევა. სასულიერო პირებმა გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს აქციის ინიციატორებს.

Comments
Loading...