- Advertisement -

წუხელ, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ოთხმა ნიღბიანმა პირმა მარტვილში მამაკაცი დააყაჩაღეს

წუხელ, შუაღამისას, ოთხი ნიღბიანი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი, თავს დაესხა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნალეფსაიოში მცხოვრებ შუახნის მამაკაცს გ.გ. – ს. ბოროტმოქმედები საკმაოდ დიდ თანხას ითხოვდნენ, მათ ავტომატის კონდახით სცემეს გ.გ., თუმცა დაზარალებულს მხოლოდ 100 ლარი აღმოაჩნდა. დაზარალებული ამჟამად ქუთაისის სამხარაულის სახელობის სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. 

გ.გ. ცხოვრობს მარტო, მას სადურგლო სახელოსნო აქვს, ასევე მოჰყავს ოჯალეშის ჯიშის ვაზი და ყოველწლიურად 400 ლიტრამდე ღვინო აქვს.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 179- ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

Comments
Loading...