- Advertisement -

წყავროკაში საბავშვო ბაღი შენდება

წყავროკაში 105 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი შენდება. დღეს მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ მერიის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით დაიგეგმა. სოფელში საბავშვო ბაღი მრავალი წლის განმავლობაში არ არსებობდა. 

ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს. შენობა შშმ პირებისათვის ადაპტირებული იქნება. პროექტის ფარგლებში აშენდა ორ სართულიანი შენობა, სადაც გასართობი და საძინებელი ოთახები განთავსდება, კეთილმოეწყობა ეზო, სადაც საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება, სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ შენობა ახალი ინვენტარით აღიჭურვება.

პროექტის განსახორციელებლად 620 080 ლარია გათვალისწინებული. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ანანა" აწარმოებს. სამშენებლო სამუშაოებზე 10-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

Comments
Loading...