- Advertisement -

წყალდიდობა დასავლეთ საქართველოში – აჭარაში, სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში სტიქიას ებრძვიან

დასავლეთ საქართველოში უხვი ნალექის გამო მდინარეები ადიდდა. სტიქიას ებრძვიან სამეგრელოში, აჭარაში, იმერეთსა და გურიაში.
 
 
როგორც "აიპრესის" კორესპოდენტი იმერეთიდან იუწყება უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა მხარის სხვადასხვა რაიონში მოსახლეობის სახნავ-სათესი ფარტობები დატბორა.
დატბორილია გზები, საცხოვრებელი სახლები და სავაჭრო ობიექტები. სტიქიამ პრობლემები შექმნა მოსახლეობის ენერგომომარაგების კუთხითაც. კერძოდ, ელექტროენერგია არ მიეწოდება ვანის, ზესტაფონისა და თერჯოლის მოსახლეობის ნაწილს.

ძლიერი წვიმის გამო, წყალი ჩავიდა ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში. ასევე დატბორილია იუსტიციის სახლის და პროკურატურის შენობების სარდაფები.
გადაუღებელი წვიმის გამო დაიტბორა ქუთაისის ცენტრალური ქუჩები, საცხოვრებელი სახლები და სავაჭრო ობოექტები. ამ დროისთვის ქუთაისში არ წვიმს.

სტიქიასთან დაკავშირებით იმერეთის სახმარეო ადმინისტრაციაში საგანგებო შტაბია შექმნილი. ზარალის დასათვლელად გუბერნიაში ამინდის გაუმჯობესებას ელოდებიან.

როგორც "აიპრესის" კორესპოდენტი ფოთიდან იუწყება" ფოთის მე-4 საჯარო სკოლის ეზოში ძლიერმა ქარმა ნაძვის ხე წააქცია. შემთხვევას საბედნიეროდ მსხვერპლი არ მოჰყოლია. ხის წაქცევა გაკვეთილის მიმდინარეობისას მოხდა და ეზოში არავინ იმყოფებოდა.
"ქარი დაახლოებით დღის მეორე ნახევარში გაძლიერდა, რის შედეგადაც ეზოში დიდი ნაძვის ხე წაიქცა. დავრეკეთ ცხელ ხაზზე და შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მოვიდნენ. რაც მთავარია ხის წაქცევის შედეგად არავინ დაშავებულა, მოსწავლეები გაკვეთილზე იმყოფებოდნენ“, – განაცხადა სკოლის დირექტორმა გივი ხომერიკმა. ასევე ფოთში 6 ბალამდე შტორმი ფიქსირდება. სინოპტიკოსების განცხადებით შესძლოა 7 ბალამდე გაიზარდოს.

რაც შეეხება მაღალმთიან აჭარასა და აჭარას "აიპრესის" კორესპოდენტები იუწყებიან, რომ ძლიერმა ქარმა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქედლებში საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, ასევე სოფელ სოფელ უჩხოში მეწყრული პროცესი განვითარდა როგორც მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი "აიპრესთან" აცხადებს მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. თუმცა, მეწყერი სოფელთან დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე ჩამოვიდა, რის შედეგადაც ტრანსპორტი ამ დრომდე ვერ გადაადგილდება სოფელ უჩზოში, გუდასახოსა და კუტცხალში.

შუახევის მუნიციპალიტეტში წყაროთაში ლევან მჟავანაძის სახლის ზემოთ გააქტიურდა მეწყერი, საფრთხე ემუქრება ოჯახს. დარეგისტრირებულია 25.000 ლარიან პროგრამაში. სოფლის წარმომადგენელმა დაათვალიერა, ოჯახი გადავიდა მეზობლად. ახალდაბაში თამაზ ზოიძის საცხოვრებელ სახლთან გასკდა დამცავი კედელი, საფრთხე დაემუქრა ოჯახს, გეოლოგები შეისწავლიან ამ დღეებში მდგომარეობას.

ჯაბნიძეებში მეწყერი მოადგა მიხეილ მუკუტაძის საცხოვრებელ სახლს. 2013 წ სახლის გადატანაზე მიღებული აქვს 3000 ლარი,მაგრამ სახლი არ გადაუტანია,ჩართულია 25.000ლ პროგრამაში. ტაკიძეებში ხიჭაური-ჭვანის გზაზე ჩამოწვა მეწყერი, გზა ჩაკეტილია. ახალდაბა წყაროთის გზის მონაკვეთი 5-6 მეტრზე ჩაიკეტა. ბესელაშვილები ამირან დიასამიძის სახლს ზემოთ გამოსკდა მიწის მასა, მიადგა ბეღელს. ითხოვს ტრეაქტორს. გასატანია მასა. კობალთის გზა მეწყერის ადგილზე კვლავ ჩაიკეტა. ბარათაულში მეწყერმა ჩაკეტა ცენტერაძეების უბანში მისასვლელი გზა. ბარათაული ბარათაულის გზაზე გადმოსკდა წყალი, გზაზე მოძრაობა შეფერხებულია. ასევე რამაზ ჭაღალიძის სახლს ზემოთ განვითარდა მეწყერული პროცესები, მიწის მასა გადმოვიდა წელს გაკეთებულ ფერდსამაგრ კედელზე, საფრთხე დაემუქრა ოჯახს.

უამინდობის გამო ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაოში ტრანსპორტი ვერ გადაადგილდება, ასევე 500-ზე მეტ აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ბათუმში საშტორმო მდგომარეობაა, უხვი ნალექის შედეგად ბათუმის ქუჩები დაიტბორა. სინოპტიკოსების თქმით, ცუდი ამინდი კიდევ 2 დღე გაგრზელდება. ასევე ბათუმში 3000-მდე აბონენტს სასმელი წყალი არ მიეწოდება, ჯერჯერობით ვერ ხერხდება პრობლემის აღმოფხვრა.

წვიმამ პრობლემები შექმნა გურიაშიც. სოფელ ცხემლისხიდში მდინარის ადიდების გამო მოსახლეობას საფრთხე ემუქრება. მობილიზებულია მუნიციპალური ტექნიკა. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ სამაშველო სამსახურები. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შემოქმედის თემში, სოფელ წითელმთის ტერიტორიაზეც შექმნა. ადიდებულია მდინარე ბჟუჟი. წითელმთის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოჭარბებული ნაკადი საფრთხეს მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებს უქმნის.

ადგილზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ყაზაიშვილი და ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის სპეციალისტები იმყოფებიან. დატბორილია რამოდენიმე მოსახლის ეზოც. უამინდობის მიუხედავად სოფლებს ელექტროენერგია უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.

Comments
Loading...