წყალტუბოს ახლად არჩეული მერი მოვალეობის შესრულებას შეუდგა წყალტუბოს მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 13 ნოემბერი, 2017 443 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ (გია) იოსელიანი ოფიციალურად შეუდგა მოვალეობის შესრულებას,- ამის შესახებ ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. პირველი სამუშაო დღე თანამშრომლების გაცნობით დაიწყო. ახალ მერს თანამშრომლებთან შეხვედრისას თან ახლდნენ მოადგილეები: რევაზ მესხი და ალექსანდრე დადუნაშვილი. გრიგოლ (გია) იოსელიანმა 21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 52,75% გაიმარჯვა.