- Advertisement -

წყალტუბოს მერი და მაჟორიტარი დეპუტატი სოფელ ზედა მესხეთის გაზიფიცირების სამუშაოებს გაეცნენ

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი სოფელ ზედა მესხეთში, მერის წარმომადგენელთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად იმყოფებოდა.

"ჩვენ შევძელით მოქალაქეების თხოვნის დაკმაყოფილება და დღეს უკვე ზედა მესხეთსა და ქვედა მესხეთში დაწყებულია გაზიფიცირების სამუშაოები. ეს ადგილობრივების მოთხოვნა იყო წლების მანძილზე. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბუნებრივი აირი ორივე სოფელში, დაახლოებით, 700-მდე ოჯახს მიეწოდება" – გრიგოლ იოსელიანი. გაზიფიცირების სამუშაოებს, სახელმწიფო დაფინანსებით, "სოკარ ჯორჯია გაზი" ახორციელებს.

Comments
Loading...