- Advertisement -

წყალტუბოს მერმა და პირველმა მოადგილემ ჭავჭავაძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერეს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და პირველმა მოადგილემ ზურაბ მაისურაძემ ქალაქ წყალტუბოში, ჭავჭავაძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერეს. პროექტი 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 57700 ლარით ფინანსდება. 

"გზების მოწესრიგება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში არის მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის დადებითად გადასაჭრელად მიმდინარე წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, ჭავჭავაძის ქუჩაზე 2017 წლის ბოლოს მოვაწესრიგეთ სასმელი წყლის პრობლემა, შეიცვალა მილები. შესაბამისად აუცილებელი გახდა გზის საფარის გაკეთება’’- აღნიშნა ბატონმა გია იოსელიანმა.

ჭავჭავაძის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს კომპანია ,,ჯ და ჯ’’ ასრულებს.

Comments
Loading...