- Advertisement -

წყალტუბოს მერმა სოფელ ზარათშიახალი ხიდი დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა სოფელ ზარათში (მამაწმინდას უბანი) ახალი ხიდი დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. 

მუნიციპალიტეტის ცენტრიდან 30 კილომეტრით დაშორებულ მაღალმთიან სოფელში ხიდი მეწყერული მოვლენების შედეგად 1 ივნისს დაზიანდა, რის გამოც მოსახლეობას საფეხმავლო გზით უხდებოდა გადაადგილება წყალტუბოსა და ქუთაისის მიმართულებით.
ახალი ხიდის აგებისთვის 40 ათასი ლარი 2018 წლის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან იქნა გამოყოფილი. ხიდის მშენებლობის სამუშაოები უმოკლეს ვადებში შესრულდა. 

სოფელ მამაწმინდაში სულ 25 ოჯახი ცხოვრობს. მათთვის გარესამყაროსთან დამაკავშირებელი ხიდი არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მოსახლეობას მხოლოდ ამ გზით შეუძლია სატრანსპორტო საშუალებით სოფლის მეურნეობის პროდუქტების ბაზარზე გატანა და ოჯახების უზრუნველყოფა. 

Comments
Loading...