- Advertisement -

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომა გახსნა №58 წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ნიჟარაძემ, რომელმაც შეკრებილ საზოგადოებას გააცნო 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები,- ამის შესახებ ინფრომაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

აღნიშნა, რომ საკრებულოს წევრად არჩეულია 34 დეპუტატი (პროპორციული საარჩევნო სისტემით -15 წევრი და 19 მაჟორიტარი)

ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა, როგორც წესი, საკრებულოს უხუცესმა წევრმა ალეკო მარჯანიშვილმა წაიყვანა. მანვე დამსწრეებს გააცნო სხდომის დღის წერიგი, რომელიც ითვალისწინებდა სამანდატო და ხმის დამთვლელი დროებითი კომისიების შემადგენლობების არჩევას, საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობას, საკრებულოს თავმჯდომარისა და მოადგილეს არჩევას, ასევე საკრებულოს ფრაქციების დაფუძნების ცნობას;

დეპუტატებმა ღია კენჟისყრის წესით დაამტკიცეს დღის წესრიგი, ასევე სამანდატო და ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარეები და შემადგენლობა, საკრებულოს წევრმა ჯემალ ფანცხავამ საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურად დაასახელა გრიგოლ ივანეიშვილის კანდიდატურა.

გაიმართა ფარული კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 27 დეპუტატმა, აქედან 26 მათგანმა ნდობა გამოუცხდა წარმოდგენილ კარდიდატურას.

ბატონმა გრიგოლ ივანეიშვილმა თავის გამოსვალაში მადლობა მოახსენა საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისა და ნდობისათვის აღნიშნა, რომ საჯარო სამსახურში არ უმუშავია, თუმცა წლების განმავლობაში იყო ქ. ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი და აქვს კერძო სექტორში მუშაობის კარგი გამოცდილება, მანვე საზოგადოებას გააცნო ის მთავარი პრინციპები და ფასეულობები, რომლებიც მისთვის არსებითია- ,,ჩემთვის უმნიშვნელოვანესია დემოკრატია, სამართლიანობა, ყოველთვის პატივს ვცემ განსხვავებულ აზრს’’-განაცახდა ბატონმა გრიგოლ ივანეიშვილმა, მანვე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ დაასახელა პაატა ახალაძის კანდიდატურა, ფარული კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით ბატონი პაატა არჩეულ იქნა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს, თავმჯდომარეს და მოადგილეს მუნიციპალიტეტის მერმა მიმართა -,,მჯერა, რომ საკრებულოს ახალი შემადგენლობა, რომელიც დაკომპლექტებულია, მიზანდასახული და ღირსეული კადრებით ბევრ კარგ და მნიშვნელოვან საქმეს გააკეთებს ჩვენი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის სოფლების საკეთილდღეოდ’’ -აღნიშნა ბატონმა გრიგოლ იოსელიანმა.

თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 34 წევრიან საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ -27, ,,ნაციონალურ მოძრაობას’’- 5, ,,ევროპულ საქართველოს’’- 2 წევრი ჰყავს

საკრებულოს თავმჯდომარეს ფრაქციების დაფუძნების შესახებ მიმართა სამმა პარტიამ :
1პ/გ ქართული ოცნება – ფრაქცია ,,ქართული ოცნება –დემოკრატიული საქართველო’’
2. პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ – ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’
3. პარტია ,,ევროპული საქართველო–მოძრაობა თავისუფლებისთვის’’– ფრაქცია ,,წყალტუბოს მომავლისათვის’’

Comments
Loading...