- Advertisement -

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა ცენტრალური პარკის გამწვანების სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ გრიგოლ ივანეიშვილმა და მერის თანაშემწემ ალექსანდრე დადუნაშვილმა დღეს წყალტუბოს ცენტრალურ პარკის ტერიტორიაზე მიმდინარე გამწვანებითი სამუშაოები დაათვალიერეს და სიმბოლურად ხეებიც დარგეს,- ამის შესახებ ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ავცრელებს

ა(ა)იპ წყალტუბოს კეთილმოწყობის ცენტრის მმართველის მამუკა ქუთათელაძის ინფორმაციით, ნეკერჩხლის, ფიჭვისა და ნაძვის 300 -მდე ნერგი ბალნეოლოგიური პარკის დაჭაობებული ნაწილის დაშრობისა და ტერიტორიების გამწვანების მიზნით გააშენეს, მისივე თქმით, ანალოგიური სამუშაოები პერმანენტულად გაგრძელდება.

ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირებმა გამწვანების აქცია დადებითად შეაფასეს და კურორტის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და გამწვანების მიმართულებით განსახორციელებლ გეგმებზეც ისაუბრეს.

Comments
Loading...