- Advertisement -

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა მოლდოვის ქალაქ უნგენის მერი ალექსანდრუ ამბროზი მიიღო

მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომელიც ორ დამეგობრებულ ქალაქს შორის ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის სფეროებში, საგანმანათლებლო და მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით და თანამშრომლობას ითვალისწინებს.

შეხვედრაზე აღინიშნა , რომ წყალტუბოსა და უნგენის დამეგობრების მემორანდუმის ხელმოწერას აუცილებლად მოჰყვება საქმიანი და პარტნიორული კონტაქტები როგორც ევროინტეგრაციის სფეროში ურთიერთგამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით, ასევე წარმატებული რეფორმების გატარების კუთხით.
ქალაქ უნგენის მერს წყალტუბოს შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს, მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
საერთაშორისო ურთიერთობები წყალტუბოსთვის მნიშვნელოვანია, ამ ეტაპზე წყალტუბოს საერთო ჯამში შვიდი დამეგობრებული ქალაქი ჰყავს.
სინქრონი 1 -წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი
სინქრონი 2 – ქალაქ უნგენის მერი ალექსანდრუ ამბროზი
,,ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს დამეგობრებულ ქალაქებთან ურთიერთობის მიმართულებით, წყალტუბო არის მე -17 ქალაქი, რომელსაც დავუმეგობრდით, მჭიდრო კავშირები გვაქვს ქუთაისთან, ბევრ საერთო პროექტს ვახორციელებთ ევროკავშიროს დაფინანსებით, ძალიან მიხარია, ვარ, რომ ხელი მოვაწერეთ წყალტუბოსათნ დამეგობრების მემორანდუმს, დარწმუნებული ვარ, რომ დღეს დაიწყო წყალტუბოსთან ურთიერთანამშრომლობის ახალი ეტაპი, რომელიც იქნება ქალაქების: წყალტუბოსა და უნგენის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი’’ -განაცხადა ქალაქ უნგენის მერმა ალექსანდრუ ამბროზმა.

Comments
Loading...