- Advertisement -

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა საკრებულოს მორიგ სხდომაზე 6 თვის ანგარიში წარადგინა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა საკრებულოს მორიგ სხდომაზე 6 თვის ანგარიში წარადგინა. მერმა გაწეული მუშაობა შეაჯამა, შესრულებულ სამუშაოებზე და განხორციელების პროცესში არსებულ იმ პროექტებზე გააკეთა აქცენტები, რომელიც ამომრჩევლებისათვის მიცემული პირობის ფარგლებში დაიწყო. ~

2018 წლის ბიუჯეტის პარამეტრების, ინფრასტრუქტურული პროექტების, ჯანდაცვის პროგრამების, ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის განვითარების მიმართულებით არსებულ მონაცემებს საკრებულოს წევრებთან ერთად მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ა(ა)იპებ-ის მმართველები გაეცნენ. გრიგოლ იოსელიანმა ინფრასტრუქტურულ სამუშაოების ხარისხიანად შესრულებასა და ტურიზმის განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მანვე პასუხები გასცა დასმულ შეკითხვებს.

Comments
Loading...