- Advertisement -

წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა წარმატებული მოსწავლეების საზაფხულო ბანაკებში გაგზავნა დაიწყო

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საზაფხულო ბანაკების პროექტის ,,დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ ფარგლებში, წარმატებული მოსწავლეების საზაფხულო ბანაკებში გაგზავნა დაიწყო. თვითმმათველობის პირველმა პირებმა და საგანმანათლებლო რესურცენტრის წარმომადგენლება მოსწავლეების მორიგი ნაკადი დღეს კაჭრეთის საზაფხულო ბანაკში გააცილეს.

,,საზაფხულო ბანაკებში სახელმწიფო დაფინანსებით, წყალტუბოდან ჯამში 300-მდე მოსწავლე დაისვენებს. ისინი ჩაერთვებიან ინტელექტუალურ, კულტურულ-შემეცნებით და სპორტულ აქტივობებში, მიიღებენ საჭირო ინფორმაციას პროფესიული ინტერესების შესაბამისად, რაც მთავარია, დაუმეგობრდებიან თანატოლებს’’- წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი . კაჭრეთის ბანაკში მუნიციპალიტეტის მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლებიდან 18 მოსწავლე გაემგზავრა, დასვენების პარალელურად პროფესიულ კოლეჯ "აისში”, მოსწავლეები სხვადასხვა პროფესიულ სფეროს უშუალოდ გაეცნობიან.

პროექტი, მეორე წელია საქართველოს განათლების,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება და მისი მიზანია მოზარდებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი, სპორტულ-კულტურული გარემოს შექმნა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და დანერგვის ხელშეწყობა, მონაწილეთა შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლენა.

28 ივლისს კი წყალტუბოს საჯარო სკოლების 45 წარჩინებული მოსწავლე ანაკლიის “მომავლის ბანაკში“ გაემგზავრება, სადაც გაიმართება სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებები, მოეწყობა ექსკურსიები. უახლოეს პერიოდში ჩვენი მოსწავლეები სოფელ მანავში, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკში“ შეძლებენ დასვენებას, საჭირო უნარებისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას. წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდან 2 წარჩინებული მოსწავლე გაიგზავნება, ასევე, ბაქსვუდის ბანაკში. ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა ერთ-ერთი ის სივრცეა, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ზაფხულის განმავლობაში 3 000 მოსწავლე დაისვენებს. მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკების პროექტი ,,დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ საქართველოში 21 ივნისს დაიწყო და სექტემბრამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში 7 სხვადასხვა ბანაკში 11 000-მდე მოსწავლე დაისვენებს, მათ შორის, წარჩინებული, მცირეკონტინგენტიანი სკოლების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი და ეტლით მოსარგებლე მოსწავლეები


 

Comments
Loading...