- Advertisement -

წყალტუბოს საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” ინიციატივით, საზოგადოებრივი დარბაზი სამოქალაქო ბიუჯეტირების პროექტზე იწყებს მუშაობას

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ინიციატივით, საზოგადოებრივი დარბაზი სამოქალაქო ბიუჯეტირების პროექტზე იწყებს მუშაობას.

„სამოქალაქო ბიუჯეტი – ეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი, რომლის საშუალებითაც საზოგადოება ერთვება მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის პროცესში, მათ შორის, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვაში, წყალტუბოსათვის ეს არის ფაქტობრივად, ინოვაციური მიდგომა” – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი.

საზოგადოებრივი დარბაზი, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან დაფუძნდა, გააერთიანებს სხვადასხვა პროფესიულ და ასაკობრივ ჯგუფებს, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. დარბაზი მუდმივად იმუშავებს წყალტუბოს განვითარების გეგმასა და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებისა და ლობირების მიმართულებით.

საზოგადოებრივი დარბაზის პირველი სხდომა ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული მოქალაქისთვის. სხდომის დღის წესრიგი სამოქალაქო ბიუჯეტირების, წყალტუბოში ტურიზმისა და ინფრასტუქტურის განვითარების საკითხებს ითვალისწინებს.
სხდომა 10 მაისს 14:00 საათზე, ქ. წყალტუბოში, იმუნოლოგიისა და ალერგოლოგიის ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.

Comments
Loading...