- Advertisement -

წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი შენობა აუქციონზე გაიყიდება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში, ქალაქ წყალტუბოში, შანიძის ქუჩა №1-ში მდებარე, ყოფილი საკრებულოს შენობის პირობებით, ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების საკითხის საჯარო განხილვა მოეწყო.

ადგილობრივი თვითმმართველობის პირველმა პირებმა და წარმომადგენლებმა იმსჯელეს აუქციონის გამოცხადების ვადებსა და პირობებზე. აღინიშნა, რომ აუქციონში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 30 თვის ვადაში საპრივატიზაციო პირობების შესრულების მიზნით, უნდა განხორციელდეს არანაკლებ მილიონ ნახევარი ლარის ინვესტიცია. 

ყოფილი საკრებულოს შენობის პირობებით, ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების საკითხი საჯარო განხილვაზე წარმოადგინა მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა მარეხ კანკაძემ, რომლის განმარტებით აუქციონი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

Comments
Loading...