- Advertisement -

წყალტუბოს სოფელ ზედა მესხეთის გაზიფიცირება 2018 წელს დაიწყება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთის მოსახლეობა გაზიფიცირებას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ სოფელში ბუნებრივი აირი არასდროს ყოფილა. გათბობის ერთადერთი საშუალება კი შეშის ღუმელია. ზედა მესხეთელები ჩივიან, რომ შეშის ფასმა მოიმატა და მის შეძენას ვეღარ ახერხებენ. მათ დახმარება წყალტუბოს მაჟორიტარ-დეპუტატს ცოტნე ზურაბიანს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს სთხოვეს.

"ჩვენ ბოლო 4 წელია შეუსვენებლივ ვიბრძვით იმისათვის, რომ სოფელს ჰქონდეს გაზი. სანამ ტყის მასივები გაუჩეხავი იყო და ფართო მოხმარება ჰქონდა ხეს, კიდევ ვახერხებდით გათბობას. დღეს კი იმდენად ძვირადღირებულია შეშით გათბობა, რომ აუცილებელია გვონდეს გაზი და ოჯახური საჭირობებისათვის ვიხმარდეთ მა. ბატონი ცოტნეს მოსვლა გაგვიხარდა. დარწმუნებული ვართ, რომ ნამდვილად დაიწყება გაზიფიცირება ჩვენს სოფელში. ჩვენც გვინდა საკუთარ ოჯახში 2019 წელს გაზის ნათებით შევხვდეთ და წელს დაიწყოს საკითხის მოგვარება"- ამბობს მარინა ნადარეიშვილი, სოფელ ზედა მესხეთის მკვიდრი.

თვითმართველობაში განმარტავენ, რომ პროექტი უკვე მომზადებულია და რამდენიმე თვეში მოსახლეობის გაზიფიცირება დაიწყება. 2018 წლიდან ზედა მესხეთის 371 ოჯახი გაზიფიცირდება.

"ეს პრობლემა ჩვენთვის ნაცნობი იყო და ამაზე ვმუშაობდით. ჩამოვედით ზედა მესხეთში მაჟორიტართან ერთად, რომ ეს კარგი ამბავი პირადად გვეთქვა ადგილობრივებისთვის. რამდენიმე თვეში დაიწყება უკვე ზედა მესხეთის გაზიფიცირება. გავაცანით პროექტი, რომლის ღირებულება წარმოადგენს დაახლოებით მილიონ ლარს. ამ პროექტით 371 ოჯახს სრულად მოუგვარდება გაზიფიციქრების პრობლემა." – ამბობს ნიკა აფხაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დაგეგმილ სიახლეებს მაჟორიტარი ახალი კამპანიის „მოუსმინე ხალხს“ ფარგლებში ათივე ზონის მცხოვრებლებს გააცნობს.

"ვაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს. გარდა გაზიფიციქრების თემისა ჩვენ ვისაუბრეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტებზე. ასევე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან. მოვისმინეთ კონკრეტული პრობლემები, რომელიც მოსახლეობას აწუხებს. მაქსიმალურად თანამშრომლობისა და ურთერთკომუნიკაციის ფორმატზე შევთანმდით. მსგავსი შეხვედრები აუცილებლად გაგრძელდება. ეს ტრადიცია დიდიხანია დავამკვიდრეთ. ძალიან მუშაობს და გვეხმარეობა მოსახლეობასთან ურთიერთობაში "- ამბობს ცოტნე ზურაბიანი, წყალტუბოს მაჟორიტარ-დეპუტატი.

შეხვედრები კამპანიის ,,მოუსმინე ხალხს" ფარგლებში ცოტნე ზურაბიანის ინიციატივით ზედა მესხეთიდან დაიწყო და სამი თვის განმავლობაში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ყველა ზონას მოიცავს.

Comments
Loading...