- Advertisement -

წყალტუბოში გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, წყალტუბოში, კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა ახორციელებს. პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტოს (SIDA) ფინანასური მხარდაჭერით ხორციელდება. 

მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი პროექტების მონიტორინგს იმერეთის რეგიონში განაგრძობს. გიორგი შენგელია ამჯერად წყალტუბოში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დაათვალიერა. 

წლის ბოლოდან, წყალტუბო მიიღებს თანამედროვე ტიპის გამწმენდ ნაგებობას, რომლის მეშვეობითაც მდინარეში ჩამდინარე წყალი გაიფილტრება. რეგიონში ეკოლოგიური პრობლემის მოსაგვარებლად დაახლოებოთ 8.8 მილიონ ლარი დაიხარჯება. აღნიშნული თანხა შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტოს (SIDA) გრანტია.
ათეული წლის განმავლობაში, ფეკალური მასები მდინარეში ჩაედინებოდა. პროექტის განხორციელების შედეგად, მრავალწლიან პრობლემა სრულად აღმოიფხვრება. 

Comments
Loading...