- Advertisement -

წყალტუბოში ეროვნული სამოსის დღე აღნიშნეს

18 მაისს საქართველო ეროვნული სამოსის დღეს აღნიშნავს. საზეიმო განწყობას წყალტუბოს მუნიციპალიტეტიც შეუერთდა.
მოეწყო ეროვნული სამოსით მსვლელობა, რომელშიც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, წყალტუბოელები აქტიურად ჩაერთვნენ.
"გილოცავთ ეროვნული სამოსის დღეს! ვფიქრობ, ჩვენ ძალიან ლამაზ და მნიშვნელოვან ტრადიციას ჩავუყარეთ საფუძველი. ვგეგმავთ, რომ მსგავსი ღონისძიებები ტრადიციად ვაქციოთ და უფრო ფართო მასშტაბებით ჩავატაროთ – გრიგოლ იოსელიანი, წყალტუბოს მუნიციოპალიტეტის მერი.
ეროვნულ თემატიკას მიეძღვნა რეწვისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.
მსვლელობა ფოლკლორული კონცერტით დასრულდა.

Comments
Loading...