- Advertisement -

წყალტუბოში კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის შუამდგომლობით, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წყალტუბოს სერვისცენტრმა, სოფელ თერნალის ტერიტორიაზე, საკანალიზაციო ქსელის დაზიანებული კოლექტორი და მილები აღადგინა.

ქალაქ წყალტუბოში, ტაბიძის ქუჩის მოსახლეობას საკანალიზაციო სისტემის დაზიანების გამო, არასასიამოვნო სუნი და მწერების მომრავლება წლების მანძილზე დისკომფორტს უქმნიდა. 

სამუშაოების დასრულების შემდეგ ქსელი, რომელიც რამდენიმე დიდ უბანს მოიცავს, გამწმენდ ნაგებობას დაუკავშირდება და პრობლემა სრულად აღმოიფხვრება.

ამის შესახებ ინფორმაციას,წყალტუბოს მუნიციპალიტეტი ავრცელებს

Comments
Loading...