- Advertisement -

წყალტუბოში კინოფესტივალი CineDoc- Tbilisi-ის ფარგლებში კინოჩვენება მოეწყო

წყალტუბოში საერთაშორისო დოკუმენტალური კინოფესტივალი CineDoc- Tbilisi-ის ფარგლებში კინოჩვენება მოეწყო,- ამის შესახებ ინფრორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

"ნაჩვენები იყო რეჟისორ კაროლინ გენტრაიტის დოკუმენტური ფილმი – „ბედნიერი “. CineDoc- Tbilisi-ის წარმომადგენელმა წყალტუბოში – იოსებ ციბაძემ, მაყურებელს დოკუმენტური კინოს მნიშვნელობაზე ესაუბრა და ამ ფილმის შესახებ მოკლე ინფორმაცია გააცნო. „ეს არის გერმანული ფილმი ადამიანზე, რომელიც საკუთარი ბედნიერების ძიებაშია, ფილმის დასრულების შემდეგ ჩვენ გვექნება დისკუსია თემაზე – საბოლოოდ რა არის ადამიანის ბედნიერება“ – აღნიშნა იოსებ ციბაძემ.

აუდიტორიამ 63 წლის დიტრიხისა და ახალგაზრდა თუხტის უჩვეულო სიყვარულის ამბავი ნახა, ფილმში ასახულია ასევე მამისა და შვილის გულწრფელი, სიყვარულითა და ერთმანეთზე ზრუნვით სავსე ცხოვრება, საინტერესოა მათი დიალოგები თუ როგორ ცდილობენ მყარი არგუმენტებით საკუთარი პოზიციების დაცვას. ფილმის ჩვენების შემდეგ მოეწყო დისკუსია, სადაც აქტიურად იყო ჩართული მაყურებელი. – „ ჩემი აზრით, ეს ფილმი არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და პატივსაცემია სხვა ადამიანის აზრი, კარგი იქნება თუ ჩვენს ქალაქში კინოჩვენებების მოწყობის ტრადიცია განახლდება“-აღნიშნა ერთ-ერთმა მაყურებელმა მაკა გასიევამ.

წყალტუბოში დოკუმენტური ფილმების პოპულარიზაციის მიზნით კინოჩვენები მომავალშიც გაიმართება."- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Comments
Loading...