- Advertisement -

წყალტუბოში მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პროცესი გაიმართა.

ბრალდების მხარემ ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა.

მკვლელობაში ბრალდებულმა ნაწილობრივ აღიარა ჩადენილი დანაშაული, თუმცა განაცხადა რომ გარდაცვლილი თუ არასრულწლოვანი იყო ამის შესახებ მას ინფორმაცია არ ჰქონდა.

მოსამართლე ციცინო მოსიძემ დააკმაყოფილა პროკურორის შუალდგომლობა და ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

წინასასამართლო სხდომა 23 იანვარს 12 საათზე ჩაინიშნა.

ცნობისთვის, 17 წლის ახალგაზრდა წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში 2 დეკემბერს მოკლეს. საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109 ე მუხლის 2 ნაწლის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

Comments
Loading...